კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებამ 31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონიძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმა “The SkiTTles band -ის ხელმძღვანელს, შოთა ნამორაძეს, რომელსაც კონცერტის ჩასატარებლად 5000 ლარი გადაუხადა.
გაერთიანებამ აღნიშნული მომსახურება გამარტივებული შესყდივის გზით შეიძინა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი მოსახლეობის მოთხოვნით შეირჩა.
“კასპის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბერს ტრდიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები , რაც მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 31 დეკემბრის ღამით.მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა ჯგუფი “The SkiTTles band “, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და გასართობ პროგრამას შემოგვთავაზებს”, – განმარტავენ მერიაში.