ხაშურის #1 საჯარო სკოლოს დირექტორი, მორის დანდურიშვილი, 2022 წლის საქართველოს საუკეთესო დირექტორად დასახელდა.
მორის დანდურიშვილი აღნიშნულ ნომინაციაზე ხაშურის რესურცენტრის დირექტორმა, ზვიად გოგუაძემ წარადგინა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჩაატარა. მასში მონაწილეობა შეეძლო საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმავე სკოლაში, რომელშიც კონკურსის გამოცხადების მომენტში მოქმედი დირექტორია.
დატოვეთ კომენტარი