სურამის ხიდთან ავარია მოხდა. შემთხვევის შედგეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, იგი სასწრაფო დახმარებამ ხაშურის კლინიკაში გადაიყვანა.
“პაციენტი შემოიყვანეს გულ-მკერდის ტრამვით, მიმდინარეობს გამოკვლევა შემდგომი დიაგნოზის დასადგენად”, – ამბობენ კლინიკაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ხიდზე ბოლო ერთ კვირაში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივები დიდი ხანია ხიდის მოწესრიგებას ითხოვენ.
დატოვეთ კომენტარი