72 წლის ალეკო ბერუაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ცხოვრობს.
“სახლს მანქანა დაეჯახა და ისედაც ავარიული სახლი, უფრო დაზინდა. ყოველ წუთს იმის შიშით ვარ, სყრდენი არ გამოეცალოს ბინას და შიგნით არ მომიყოლს”, – გვიყვება მარტოხელა მოხუცი.
ალეკოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პენსიის საჭირო პროდუქტებზე გადანაწილებას ვერ ახერხებს. ამბობს, რომ ხშირად არჩევანის გაკეთება წამლის და საკვების ყიდვას შორის უწევს.
“წლების მედოლედ ვმუშაობდი, ქორწილებში დავდიოდი, ყველა მიცნობს. ეხლა აღარც შემიძლია და აღარც შენი დოლი არავის უნდა. ავდმყოფი კაცი ვარ, დიაბეტი მაქვს, ყოველდღე წამლები მჭირდება, რომლებიც ძვირია. ჩემი პენსია რამდენ რამეს ეყოფა?!”
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მოხუცს სოციალური დახმარება მოუხნეს, რაც უსამართლოდ მიაჩნია.
“სოციალური დახმარება მეუღლის გარდაცვალების მერე შემიწყვიტეს. არ მინდა ცუდი ვილაპარაკო ქარელის აგენტებზე, რა ნახეს ამ ერთ ოთახში, საქონელი მე არ მყავს და რამე ტექნიკა, მარტო ძაღლი და კატა მყავს. მერე რომ ვიგებ, ვინც იღებს ჩვენ სოფელში დახმარებას, ბრაზისგან ცრემლები მომდის”.