ახალი ამბები

“ძალიან ძნელად მოსავლელი ავადმყოფია” – გორის საკრებულოს თავმდჯომარე სააკაშვილზე

“ძალიან ძნელად მოსავლელი ავადმყოფია” – ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. 

“მე რაც ვნახე, ჩემი დაკსვნა ის არის, რომ ძალიან ძნელად მოსავლელი ავადმყოფია, ასე რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

როგორც ის ამბობს, ამ შეფასების გაკეთების საფუძველს ნანახი კადრები აძლევს. 

“ჩვენ ვნახეთ ის კადრები, სადაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. ადამიანიც პრეზიდენტია და არ უნდა მიაყენოს სხვა ადამიანებს შეურაცხყოფა და იმ პრეზიდენტმა კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი”, – განაცხადა რაზმაძემ. 

დატოვეთ კომენტარი