ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული ერთეულებისათვის ინტერნეტ მომსახურების შესყიდვაზე. უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 13 200 ლარი გაითვალისწინა.
ხაშურის მერიას სურს შეიძინოს მომსახურება ერთი წლის ვადით 11 ადმინისტრაციული ერთეულისთვის:
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს:
• ინტერნეტის მიწოდება 24 საათიან გრაფიკით არასამუშაო და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით;
• საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა და ხარვეზების აღმოფხვრა შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში;
• ინტერნეტის შეზღუდვით მოწოდების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველ ორგანიზაციას;
• ტექნიკური დახმარება 24 საათიან რეჟიმში;
• სადემარკაციო წერტილამდე ქსელის ტექნიკური მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზებისა და მხარეთა ბრალეულობების გარკვევამდე ,,მიმწოდებელმა” საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს გაუმართაობის აღმოფხვრა;
• სიჩქარე: არანაკლებ 6 მბ/წმ;
• ინტერნეტის მოწოდებისათვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობებსა და მასალებს უზრუნველყოფს მომწოდებელი.
მომსახურების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.