სტატიები

ნაბახტევიდან ალის საბავშვო ბაღამდე აღსაზრდელებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ 

ნაბახტევიდან სოფელ ალის საბავშვო ბაღამდე უფასო მგზავრობის მომსახურების შესასყიდად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და 3 434 ლარი გაითვალისწინა. 

“მომსახურების გაწევა დამოკიდებულია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობაზე და განისაზღვრება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის გრაფიკი განისაზღვრება ორი სვლა-გეზით ყოველ დღე დილის 9:00. საათზე და 17:00 საათზე უქმე და დასვენების დღეების გარდა პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (არანაკლებ 7+1 ადგილიანი) მომსახურება და უზრუნვემყოს მგზავრთა (სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების) უსაფრთხო გადაადგილება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს კვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან იჯარით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ დანართი N1 შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ყველა სატრანსპორტო ოპერაცია და პროცედურა (სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, უზრუნველყოფილი ცეცხლმაქრით, სააფთიაქო ყუთით და ა.შ) მგზავრთა დროულად და უსაფრთხო გადაყვანისათვის;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ნაბახტევიდან მგზავრების (სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების) გადაყვანა სოფელ ალში N11 საბავშვო ბაღამდე დილის სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე (9:00 საათი) და მათი უკან გადაყვანა 17:00 საათზე უქმე და დასვენების დღეების გარდა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მარშრუტით საერთო მანძილით 1 620 კმ ფარგლებში;
  • პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების გაწევის პარალელურად აწარმოოს განვლილი კილომეტრაჟის აღრიცხვის ჟურნალი.

სატენდერო პირობების მიხედვით, სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ვადაა 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ინფორმაციისთვის, ალის საბავშვო ბაღში 47 აღსაზრდელი ირიცხება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.