ახალი ამბები

“აგარაში აუქციონით გაყიდული ბიბლიოთეკის შენობა მიტოვებული და განადგურებულია” – ენმ 

აგარის ბიბლიოთეკის შენობა აუქციონის წესით, წლების წინ ქარელის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა “ინაშვილი-თარხან მოურავის” პარტიიდან, ზურა ქველაძემ შეიძინა, თუმცა ეს შენობა დღემდე მიტოვებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქარელის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს დეპუტატმა ისაუბრა. მურთაზ ცისკაძე ამბობს, რომ  შენობაში ანტისანიტარიაა.

“მიტოვებული და განადგურებულია, არის ანტისანიტარია. წლებია ეს ვითარებაა, ამიტომ საჭიროა როდესაც, სახელმწიფო ქონებას ვასხვისებთ პირობა ჩავდოთ და მყიდველს მისი მოვლა-პატრონობა დავავალოთ”, – ამბობს მურთაზ ცისკაძე.

ცისკაძის განცხადებას უპასუხა საბიუჯეტო – საფინანსო კომიისიის თავჯდომარემ. 

“ვერ მოხდება მსგავსი პირობის ჩადება. მყიდვლს მსგავს რამეს ვერ მოვთხივთ, ჩვენ როგორ მივუთითოთ, რომ მისი საკუთრება დაასუფთაოს”, – განაცხადა კობა ნახუცრიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი