გორის მუნიციპალიტეტის მერია 12 საუკეთესო თანამშრომელს დააჯილდოებს. “მოზაიკას” ინფორმაციით, უწყებამ საუკეთესო თანამშრომელბის გამოსავლენად მერიის სამსახურებში არჩევნები ჩაატარა.
“თანამშრომლებმა თავად აირჩიეს, ვინც მიაჩნდათ საუკეთესოდ”, – უთხრეს “მოზაიკას”.
გორის მერიამ ჯილდოების დასამზადებლად ხელშეკრულება გაუფორმა შპს-ს “დაზგა”, რომელსაც 1320 ლარ გადაუხდის.
დატოვეთ კომენტარი