ახალი ამბები

ნაძვის ხე დაიდგმება ხაშურში და სურამში – ხაშურის მერია

ხაშურის მერიამ ახალი წლისთვის მზადება დაიწყო. როგორც მერიის პრესსამსახურის ხელძმღვანელი, ნინო სუხიაშვილი ამბობს, საახალწლო მზადება მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. 

“აქტიურ ფაზაში გადავიდა ახალი წლიათვის მზადება. მოხდება, როგორც ხაშურის მორთვა საახალწლო განათებებით, ასევე დაგეგმილია სურამის მორთვაც, სადაც ასევე დაიდგემება ნაძვის ხეც”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი. 

ხაშურის მერიაშია განმარტავენ, რომ ნაძვის ხის დადგმა და საახალწლო ღონისძიება ტაბიძის პარკშია დაგეგმილი. 

“ხაშურის ნაძვის ხის დადგმა ტაბიძის პარკში გადაწყდა, რომლის მონტაჟის სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ნაძვის ხის ანთების დღეს დაგეგმილია პატარა ღონისძიებაც, რომლის შესახებაც საზოგადოებას მალე ვაცნობებთ”, – განმარტა ნინო სუხიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხაშურის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებისთვის 90 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო საახალწლო კონცერტისთვის 40 000 ათასი ლარი. საერთო ჯამში, ხაშურის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 130 000 ლარს დახარჯავს.

დატოვეთ კომენტარი