ახალი ამბები

ხაშურში ახალგაზრდული სივრცე შეიქმნება 

“ორგანიზაცია ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის”  ახორციელებს პროექტს ხაშურის ახალგაზრდული სივრცის შექმნა არაფორმალური განათლების მიზნით. რას გეგმავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაშურელი ახალგაზრდების გააქტიურებისთვის “მოზაიკას” ორგანიზაციის დამფუძნებელი, გიორგი მაჭარაშვილი ესაუბრა. 

მისი თქმით, აღნიშნული პროექტისთვის გრანტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, ახალგაზრდობის სააგენტოსგან მიიღეს და 7 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ. 

“ვგეგმავთ და გვინდა, რომ შევქმნათ ახალგაზრდული სივრცე, სადაც ხაშურში მცხოვრები ახალგაზრდები შეხვდებიან ერთმანეთს, გაუზიარებენ ერთმანეთის პრობლემებს, მიიღებენ არაფორმალურ განათლებას. ჩავუტარებთ სხვადასხვა ტრენინგებსა და აქტივობებს. გვინდა რომ ჩავრთოთ არამარტო ხაშურში მცხოვრები ახალგაზრდები, არამედ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები. ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალმთიანი სოფლისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა”, – ამბობს გიორგი მაჭარაშვილი. 

მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. 

დატოვეთ კომენტარი