ქარელის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა, “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022” -ის გამარჯვებული გახდა, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის სახეობა ფრენბურთში, პირველობა არავის დაუთმეს გოგონათა გუნდმა და რაიონის სკოლებს შორის l -ადგილის მფლობელები გახდნენ! გილოცავთ ენერგიულო, საოცარო გოგონებო რაიონის პირველობას! ძლიერები ხართ!”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სასკოლო ოლიმპიადა, რომლის პროგრამაში სპორტის 7 სახეობაა, ჩართულია ქვეყნის 1600 სკოლის 80 000 მოზარდი.
დატოვეთ კომენტარი