ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს -ს “დაზგა” 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა დაამზადოს კრისტალის ჯილდოები. თითოელის ღირებულება 120 ლარია.
კომპანიამ ჯილდოების მიწოდება 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. როგორც ირკვევა, საუკეთესო თანამშრომლებს მერია საახალწლო კონცერტზე გამოავლენს და ჯილდოებს გადასცემს.
დატოვეთ კომენტარი