ახალი ამბები

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე გორელ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე გიორგი ახალკაცს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ჟურნალისტმა დაუდასტურა.

ახალკაცი თბილისის პროკურატურაში დღეს, 15 დეკემბერს იყო დაბარებული.

“გამოკითხვაზე დავადასტურე იმ ფაილების ავთენტურობა, რომელშიც ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. გაშიფრულია სასულიერო პირებთან და პროდიუსერებთან ჩემი სატელეფონო საუბრები. გამოძიების იმედი არ მაქვს და ვთვლი, რომ ეს საქმე თაროზე შემოიდება”, – ამბობს გორელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში ერთ-ერთ ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

ფაილები 2013-2021 წლებით თარიღდება.  ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.

დატოვეთ კომენტარი