გორის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან საშობაო ქალაქის მოწყობა დაიწყეს.
ადგილზე კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ და საშობაო ქალაქის მოსაწყობად ტერიტორიაზე ხის ქოხებს დგამენ.
“ნაძვის ხესთან განთავსდება საშობაო ქალაქი და საბავშვო ატრაქციონები”, – ამბობენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, 16 დეკემბერს საზეიმოდ აინთება ნაძვის ხეც.
დატოვეთ კომენტარი