ახალი ამბები

გორის მე-12 სკოლის მოსწავლე ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა

გორის #12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა მერებაშვილი “ახალი განათლების” მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსზე “აგორას“ რჩეული გახდა.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, მერებაშვილს საჩუქრად წიგნების ნაკრები გადაეცემა.

“კონკურსის თემა იყო „ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“. მერებაშვილის ესსე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა”, – ამბობს  სკოლის ადმინისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი