ახალი ამბები

“ახალგაზრდა ფემინისტების” ადვოკატირების პროექტი ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად

შრომითი უფლებების, განსაკუთრებით კი, ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ცნობადობა საკმაოდ დაბალია, – ამბობს მარიამ თოფჩიშვილი, “ახალგაზრდა ფემინისტების” დამფუძნებელი, რომელმაც შიდა ქართლში პროექტი “შრომითი უფლებების ადვოკატირება” განახორციელა. 

პროექტის მიზანი რეგიონში შრომითი ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იყო. 

“მოსახელობის უმრავლესობისთვის შრომითი ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ხშირად გაუგებარია და ნაკლები ყურადღება ექცევა შრომითი გარიგებების დროს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში, სადაც სამუშაო სივრცეში დისკრიმინაცია კიდევ უფრო ხშირია და დასაქმებულებს კიდევ უფრო ნაკლები წვდომა აქვთ შრომით ურთიერთობებში არსებულ დარღვევბზე საპასუხო სერვისებზე”, – ამბობს მარიამ თოფჩიშვილი. 

მარიამის თქმით, ვითარებას საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ დონესთან ერთად, კომპანიებში კარგი პრაქტიკების ნაკლებობაც ამწვავებს.

“საკითხის პრობლემურობას ემატება ისიც, რომ 2020 წელს შრომით კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, რომლის გაცნობაც შექმნილი მდგომარეობის, კოვიდ პანდემიის, გამო ფაქტობრივად არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კერძო კომპანიების უმეტესობას კი არ აქვს სამუშაო შინაგანაწესი, სექსუალური შევიწროვების პოლიტიკა, ადამიანური რესურსების სამსახური და დასაქმებულის მხრიდან დამსაქმებლის შესახებ საჩივრის შეტყობინების ადეკვატური სისტემა”. 

სიტუაციის გამოსწორების მიზნით, პროექტის ქალთა შრომითი უფლებების შესახებ სიტუაციური სახელმძღვანელოს შექმნასთან ერთად, ვიდეორგოლებიც მოამზადა. ასევე, გამართეს საჯარო შეხვედრებს და კერძო თუ საჯარო კომპანიების წარმომადგენლებს გაუწიეს კონსულტაციები საკუთარ სამუშაო სივრცეში კარგი პრაქტიკების დანერგვის მიზნით.

მისი თქმით,  “ახალგაზრდა ფემინისტები” ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობენ.

“ახლაგაზრდა ფემინისტები” მზაობას აცხადებს კონსულტირება გაუწიოს სხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს, რომლის ფარგლებშიც გაიდლაინის გამოყენებით, მოვახდენთ კომპანიის/დაწესებულების შრომითი კულტურის შეფასებას და კონსულტირებას გავუწევთ მათ მოახდინონ შესაბამისი ცვლილებები სამუშაო სივრცეში, უფლბებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარგი პრაქტიკების დანერგვის მიზნით.”

აღსანიშნავია, რომ პროექტი “შრომითი უფლებების ადვოკატირება”  მხარდაჭერილია people in need-ის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის covid-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი