სტატიები

2023 წელი ხაშურის “ივერიისთვის” – წლის 3 მნიშვნელოვანი ამბავი 

როგორი იყო 2022 წელი ხაშურის ივერიისთვის? – ამ კითხვას კლუბის მთავარი მწვრთნელი პასუხობს.

“სეზონი ჩემი აზრით დადებითად უნდა შეფასდეს”, – ამბობს ზურაბ ლომიძე და წლის 3 მნიშვნელოვან და გამორჩეულ ამბავს იხსენებს. 

1. ხაშურელი მაყურებელი მობრუნდა ფეხბურთისკენ

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთებლსაც, მწვრთნელებსაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც უდიდესი ენთუზიაზმი გვამოძრავებდა. მოგეხსენებათ ახალი გახსნილი იყო სტადიონი და გულშემატკივრიდან უდიდესი მუხტი მოდიოდა. ჩვენმა მონდომებამ გამოიწვია ის, რომ ხაშურელი მაყურებელი მობრუნდა ფეხბურთისკენ, ახალ თაობაში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა. თითო ასაკობრივ ჯგუფში უკვე დაახლოებით 60 ბავშვი ვარჯიშობს, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ მომავალში ხაშურდი ფეხბურთი კიდევ მეტად განვითარდება.

2. გუნდი სწორი განვითარების გზაზე დგას

“სეზონის მსვლელობის განმავლობაში, ფეხბურთებელებს მოემატათ საფეხბურთო ინტელექტი, გაძლიერდნენ ფიზიკურად. სეზონის მეორე წრეში შესაძლო 39 ქულიდან 33 ქულის აღება შევძელით, რაც შემთხვევით არ მომხდარა. ეს ყველაფერი მოხდა ფეხბურთელების შრომისუნარიანობით და ასევე ხაშურში საფეხბურთო გარემოს დამსახურებით. მე ვფიქრობ ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, როგორც მწვრთნელების და ფეხბურთელების ასევე კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. გუნდი სწორი განვითარების გზაზე დგას.”

3. გულშემატკივრები არიან ჩვენი მოტივაციის მთავარი წყარო

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაშურელ გულშემატკივარს. მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი დღეები იყო ხაშურში. თითოეულ დიდ გუნდს შეშურდებოდა ალბათ ისეთი გარემო იყო ხაშურის “ივერიას” სტადიონზე. არამახოლოდ საშინაო, გასვლით მატჩებზეც ბევრი გულშემატკივარი დაყვებოდა “ივერიას”. იმ თამაშებში, სადაც გუნდს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხაშურელი გულშემატკივარი სტადიონის გარედან ადევნებდა თვალს მატჩს, ძალიან ცუდ ამინდში, წვიმაში ჩვენს გვერდზე იდგნენ, ეს ძალიან სასიმოვნო იყო და დიდ მოტივაციას გვაძლევდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.