“მოსახლეობის უმრავლესობამდე ინფორმაციის მიტანის მიზნით, დადგა საჭიროება ფეისბუქის ახალ „მეტა“ ვერსიაში დარეკლამების”, – განმარტავს გორის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.
მერიამ სააგენტოს აღნიშნული მომსახურების გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობა 28 სექტემბერს სთხოვა. სააგენტომ მერიის თხოვნა დააკმაყოფილა.
გორის მერია განმარტავს, რომ უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელ „facebook”-ის მეშვეობით.
“ვინაიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მომწონებელთა და გამომწერთა რაოდენობა 20 000 – მდე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სრული რაოდენობა კი დაახლოებით 124 000, მოსახლეობის უმრავლესობამდე ინფორმაციის მიტანის მიზნით, დადგა საჭიროება ფეისბუქის ახალ „მეტა“ ვერსიაში დარეკლამების”, – განმარტავს მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
მერიის ცნობით, შესყიდვის განსახორციელებლად, ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. უწყებამ ოფიციალური გვერდის ფეისბუქზე პოპულარიზაცია სამი თვის განმავლობაში დაგეგმა, აღნიშნული ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.