ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღში, ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის ბაღების გაერთიანების მმართველმა, ლელა გელაშვილმა მიაწოდა.
“არდადეგები დაიწყება 29 დეკემბრიდან, აღსაზრდელები საბავშვო ბაღებში 16 იანვარს დაბრუნდებიან”, – გვითხრა გელაშვილმა.
რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებს, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი