გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშობაღების გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისთვის, გორის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “სოკარ ჯორჯია გაზი”, რისთვისაც 24 699 ლარს გადაუხდის.
დოკუმენტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 დეკემბერიდან 2023 წლის 31 იანვრამდეა ძალაში.
დატოვეთ კომენტარი