კასპის მუნიციპალიტეტის სოფლელ გუდალეთის სკოლის დირექტორი, ელგუჯა მაღლეკელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის დირექტორს, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. მისი ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს.
“დაიღუპა ტრაგიკულად ჩვენი სკოლის უძვირფასესი და უტკბილესი ადამიანი, ჩვენი დირექტორი ელგუჯა მასწავლებელი. სურვილი მაქვს, თუ რა თქმაუნდა, ყველას სურვილი იქნება ბავშვების სახელით ყველა თაობის სახელით, ვისაც ასწავლიდა ეს უთბილესი ადამიანი, სულ მცირედი წვლილი, რომ შევიტანოთ შევაგროვოდ და გავუკეთოთ, თუნდაც პატარა სურათი სასაფლაოსთვის. ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი საჩუქარი და პატივისცემა ნამდვილად იმსახურებს თავისი მოსწავლეებისგან”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, თეო კენთელაძე.
ინფორმაციისთვის, ელგუჯა მაღლაკელიძე გუდალეთის სკოლაში ფეხით დადიოდა, რადგან სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.