გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ენმ-ს წარმომადგელებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ დატოვეს.
ოპოზიციის განმარტებით, ისინი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პოროცესზე წავიდნენ.
“თბილისში მივდივართ, სასამართლო პროცესზე, ძალიან გვეჩქარება, კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ს წევრმა, ანა ბალიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით 23 საკითხია წარმოდგენილი. პირველი საკითხი 2022 წლის ბიჯეტში ცვლილებას ეხებოდა.
დატოვეთ კომენტარი