გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სოსო ალიმბარაშვილი გარდაიცვალა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.
სოსო ალიმბარაშვილი გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო. ის არის რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები დაბეჭდილია, როგორც საქართველოს ავტორიტეტულ გამოცემებში, ასევე საზღვარგარეთ.
დატოვეთ კომენტარი