ხაშურის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ხაშურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა გელაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტში საკმარისი საბავშვო ბაღები არ არის.
“მნიშვნელოვან პრობლემად გამოვყოფდი სურამს, სადაც საბავშო ბაღების საკმარისი რაოდენობა არ არის. ერთი ბაღია, სადაც ოთხი ჯგუფია და თითო ჯგუფში ნორმაზე მეტი ბავშვი დადის. ასეთ პირობებში შეუძლებელია ბავშვს რომ სათანადო პირობები შეუქმნათ. სურამის მოსახლეობის ნაწილს ბავშვები ხაშურში დაჰყავს, ამიტომ ამ საკითხში მერიის მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ სურამში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყოს”, – ამბობს გელაშვილი.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, სურამში ორ ადგილას იგეგმება საბავშო ბაღის მშენებლობა. ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომავალ წელს სურამში ორი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.
“ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რეგიონალური განვითარების ფონდთან, წარმომადგენელიც იყო ჩამოსული. მათთან ერთად შევარჩიეთ ადგილი სურამში. ასევე მინდა გითხრათ რომ, უახლოეს პერიოდში ცხრამუხაში და ფლევშიც იგეგმება საბავშო ბაღების მშენებლობა”, – აღნიშნა სერგო ლალიაშვილმა.