ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საბვშო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება.
მისი თქმით, ხელფასების ზრდა მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების 10%-ით მომატებას გულისხმობს.
“ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საჯარო მოხელეებისთვის და ა(ა)იპ -ებისთვის ხელფასების 10% -ით ზრდა. ამ მხრივ ბაღის თანამშრომლების ხელფასები კიდევ უფრო მეტი გამოდის და გაიზრდება 100 ლარით”, – განმარტა ზაზა გულიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი