ქვიშხეთის სკოლის მოსწავლეს,16 წლის ბექას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლეიკემია დაუდგინდა, მკურნალობისთვის თანხა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან გამრეკელმა ჩაურიცხა.
აღნიშნული ინფორმაცია ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ზვიად გოგუაძემ გაავრცელა.
“ჩვენ ბექას, ჩვენი მადლიანი კაცი ლევან გამრეკელი ამ ეტაპის საჭიროებებისთვის 5.000 ლარით დაეხმარა”, – წერს გოგუაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდის ოჯახს მკურნალობისთვის თანხის შესაგროვებლად საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.
დატოვეთ კომენტარი