სტატიები

7 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისთვის – რა გაკეთდა ქარელში 2022 წელს 

ქარელის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაიხარჯა 7 მილიონამდე ლარი. 

უწყებამ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

აშენდა საცურაო აუზი. სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟორო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. გარდა ამისა, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონეპირებისათვის;

ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზი აშენდა

  • ახალგაზრდობის ქუჩაზე დაიგო 780 გრძ.მ ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები;
  • თამარ მეფის, ვაჟა ფშაველას, კეცხოველის, თბილისისა და წერეთლის ქუჩებზე მოეწყო სარწყავ-სანიაღვრე არხი;
  • მარჯანიშვილის ქუჩაზე მოეწყო გარე ტრენაჟორები სარჩრდილობელი ფანჩატურით;
  • ნინოშვილის ქუჩაზე მოეწყო მოსაცდელი;
  • სააკაძისა და მუსხელიშვილის ქუჩებზე განხორციელდა მინი სტადიონების რეაბილიტაცია;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. ქარელის ადმინისტრაციულ შენობაში ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ სამუშაო ოთახებს;
  • კაპანაძისა და ვარძელაშვილის ქუჩაზე მოეწყო სკვერი და განთავსდა საბავშვო ატრაქციონები;
  • ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩა №60-ში მდებარე ბმა ,,60 ბინიანი“ და მუსხელიშვილის ქ. №2-ში მდებარე ბმა ,,მუსხელიშვილის №2“ სადარბაზოებს;
  • აბაშიშვილის ქ. №1 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებლის (40 ბინიანი) ეზოში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი და სკვერი, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები;
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია. ჯამში დაიგო 191 გრძივი მეტრი გზის საფარი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით;
  • ახალგაზრდობის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტი განხორციელდა ლტოლვილთა დანიის საბჭო მიერ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დაიგეგმა და წლის ბოლომდე ზრდამ 30 მილიონს გადააჭარბა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.