გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა გოგონების მამებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული თანასწორების მნიშნველობაზე და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
“გენდერული უთანასწორობა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამოწვევად რჩება.ჩვენი ვალია, განსაკუთრებით გოგონების მამების, თუმცა არ ნიშნავს, რომ ბიჭების მამებს ეს არ ევალებათ. ამ პრობლემებს მხოლოდ კანონიერი გზებით უნდა დავუპირისპირდეთ. ერთმანეთში დიალოგის საშუალებით და დავინახოთ რა არის რეალური პრობლემა და ერთად მივიდეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზამდე”, – თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლადო გოგოლაძემ.
შეხვედრას საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძეს უძღვებოდა.
“გაიმართა დისკუსია მამაკაცების როლზე, როგორც მზრუნველებზე. გარდა ამისა იმსჯელეს იმ ტიპის სტერეოტიპებსა და სტიგმებზე, როგორცაა მაგალითად: ქონებასთან დაკავშირებული საკითხები გოგოენებისა და ბიჭების თანასწორობასთან მიმართებაში. ძალიან საინტერსო მოსაზრებები გამოითქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, იმ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება მამაკაცების როლზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ზვიად გოგოუაძემ.