ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევთან შიდა ქართლის მუნიციპალური სააგენტოს წარმომადგელებმა ტრავმირებული შველი იპოვეს.
სააგენტოს ინფორმაციით, შველს გაეწია პირველადი დახმარება.
“ქარელის რაიონის სოფელ ღვლევთან, ჩვენმა ეკიპაჟმა გზაზე ნახა ტრავმირებული შველი, რომელსაც ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. შველი დაუყოვნებლივ იქნა გადმოყვანილი სააგენტოში, გაუწიეთ პირველადი დახმარება. ვინაიდან შველი გარეული ცხოველია და არის წითელ წიგნში შეტანილი. შველი გადაგვყავს თბილისის ზოოპარკში”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებში.
დატოვეთ კომენტარი