ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სესია ხმაურის ფონზე წარიმართა, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მათი რეკომდენაციები და მოთხოვნები ბიუჯეტში არ აისახა.
ამის გამო ბიუჯეტის განხილვის დროს, საკრებულოს წევრმა “ლელოდან” სხდომათა დარბაზი დატოვა.
“პასუხისმგებლობას ვიხსნი და ვერ მივიღებ მონაწილეობას ბიუჯეტის დამტკიცებაშია. მის შესრულებაზე პასუხს მე ვერ ვაგებ”, – თქვა ზურა ლეკიშვილმა მას შემდეგ, რაც საკუთარ კითხვებზე მმართველი პარტიისგან კითხვები ვერ მიიღო.
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას ქარელის მერმა უპასუხა:
“ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება და თქვენ და თქვენი პარტია ვერც მოესწრებით იმას, რომ ბიუჯეტის შესრულება თქვენი გადასაწყვეტი იყოს. თქვენ ეხლა ასრულებთ პარტიულ დავალებას ამ თქვენი გადაწყვეტილებით და ნახავთ, რომ ხალხი დაგცინებთ. ფაქტიურად, თქვენ არ გაინტერესებთ თქვენი ამომჩევლების მოთხოვნები, თქვენი ქცევიდან გამომდინარე”, – თქვა ზაზა გულიაშვილმა.