ახალი ამბები

ზარდიანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენას 1 800 000 ლარი მოხმარდება 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში, 2008 წლის ომი დროს დაზიანებული სახლების აღსადგენად 1 800 000 ლარი დაიხარჯება. 

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გასული თვეს დაამტკიცა. 

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 1 800 000 ლარი”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.