ახალი ამბები

“ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვით გაჩნდა”, – ტყვიავში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მეზობელი სახლებიც დაზიანდა. 

“ოფიციალურად არ ვიცით, რას შეიძლებოდა გამოეწვია ხანძარი, მაგრამ სავარაუდოდ სიგარეტის ნაწვით იქნებოდა, რადგან როგორც ვიცით ეს კაცი ეწეოდა  და შეიძლება ამან გამოიწვია”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ზაზა კორინთელმა. 

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.