ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ,ქარელში არსებულ უფასო სასადილოს 90 ბენეფიციარის კვების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 90 000 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქარელის მერია მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ პირებს საკვებით ორშაბათიდან კვირის ჩათვლით უზრუნველყოფს.
- ორშაბათი: ბორშჩი, შილა ფლავი, ხილის კომპოტი, ხორბლის პური
- სამშაბათი: მაკარონის სუპი, დაღერღილი ხორბლის ფაფა, ლიმონათი, ხორბლის პური
- ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, ბრინჯის ტკბილი ფლავი ქიშმიშით, ლიმონათი, ხორბლის პური
- ხუთშაბათი: წვნიანი ხორცის გუფთებით, მანანის ფაფა, ლიმონათი, ხორბლის პური
- პარასკევი: ვერმიშელის სუპი, შვრიის ფაფა, ხილის კომპოტი, ხორბლის პური
- შაბათი: ქათმის ბულიონი, წიწიბურას ფაფა, ლიმონათი, ხორბლის პური
- კვირა: ვერმიშელის სუპი, ლობიო ამოლესილი, ლიმონათი, ხორბლის პური
დღესასწაულებზე:
- აღდგომას – კვერცხები, პასკა, მარგარინი, შაქარი, შესქელებული რძე;
- მარიამობას – ზეთი, შესქელებული რძე, კარამელი, შაქარი;
- ახალი წელი – ვაფლის ტორტი, კარამელი ხილის, შედედებული რძე, ფქვილი, მარგარინი.
დატოვეთ კომენტარი