ახალი ამბები

გორში წინასაახალწლოდ რამდენიმე კონცერტი გაიმართება – მერია 

საახალწლოდ გორში კონცერტების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” გორის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, საახალწლოდ, ქალაქში რამდენიმე კონცერტი გაიმართება. მერიაში განმარტავენ, რომ დეკემბერში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი “LOUDspeakers“ – ის კონცერტი.

“ჯგუფის ჩამოყვანის იდეა ახალგაზრდებისგან წამოვიდა. გორში “LOUDspeakers“ – ის კონცერტი ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ახალი წლის დღეებში ბევრ საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებებს ჰპირდება”, – უთხრეს “მოზაიკას” გორის მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი