ახალი ამბები

კეჩხუაშვილი სამსახურში აღდგენის მიზნით, დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს

თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლების ბრძანება მე – 3 სკოლი სამეურვეო საბჭომ ძალაში დატოვა. 

სკოლის სპორტის ყოფილი პედაგოგის, თქმით დავას სასამართლოში გააგრძელებს. 

“ფაქტიურად, მსჯელობასაც არ ჰქონდა ადგილი. არანაირი არგუმენტი ჩემი ადვოკატის არ მიუღიათ მხედველობაში. კარგი იქნებოდა თქვენი თვალით გენახათ იქ რა ხდებოდა, მაგრამ დახურული იყო სხდომა. რა თქმა უნდა წავალ სასამართლოში. მე მეგონა, რომ ვიღაცებში მაინც გაიღვიძებდა სინდისი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა”, – ამბობს თეა კეჩხუაშვილი. 

ინფორმაციისთვის, თეა კეჩხუაშვილი მე-3 სკოლიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. მას სადისციპლინო კომისიამ საგაკვეთილო პროცესში ხელის შეშლას და კოლეგის მიმართ შეურაცყოფაში დასდო ბრალი, რასაც კეჩხუშვილი არ ეთანხმება და თვლის, რომ სამსახურიდან დაუმსახურებლად გაათავისუფლეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.