ახალი ამბები

ნუცა ჭულუხაძე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში შვეიცარიაში გაემგზავრება

გქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლე ნუცა ჭულუხაძე მოსწავლე ნუცა ჭულუხაძე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში შვეიცარიაში გაემგზავრება.

ნუცა სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეა, რომელიც 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მესამე ადგილზე გასული გუნდის Mad Scientists წევრია. იგი გუნდის სხვა წევრებთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

ინფორმაციისთვის, ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია.

დატოვეთ კომენტარი