ახალი ამბები

“კლასელებს სცემდა, აბულინგებდა” – რატომ იჩხუბეს მე – 3 სკოლაში მშობელმა და პედაგოგმა 

გორის მე-3 საჯარო სკოლაში მორიგი ინციტდენტი ამჯერად მშობელსა და პედაგოგს შორის მოხდა. “მოზაიკას” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი კლასის დამრიგებელსა და სხვა მოსწავლეების მშობლებს დაუპირისპირდა. 

ერთ-ერთი მშობელი “მოზაიკას” უყვება, რომ დაპირისპირება კლასში ახალი მოსწავლის გადმოსვლას მოჰყვა. 

“გადმოვიდა ახალი ბავშვი ამ კლასში, ვერ შეეწყო კლასელებს, სცემდა და აბულინგებდა, რის გამოც მშობლებმა დაწერეს საჩივარი და დირექტორს შეუტანეს, მოითხოვეს ეს ბავშვი სხვა გადაეყვანათ. ამ ბავშვის მშობელმა ეს რომ გაიგო, კლასის დამრიგებელი დაადანაშაულა, რომ შენ აამხედრე მშობლები ჩემი შვილის წინააღმდეგო. კრებაც მოიწვიეს და უერთიერთბრალდებები იყო”, – უყვება ერთ-ერთი მშობელი “მოზაიკას”. 

დატოვეთ კომენტარი