ახალი ამბები

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქარელელმა ნინა თიბილაშვილმა ევროპის ჩემპიონატზევ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი ეტლით მოფარიკავეთ შორის პოლონეთის ქალაქ ვარშავაში მიმდინარეობს, სადაც ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი ფინალში პოლონელ ეტლით მოფარიკავეს დაუპირისპირდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას პოლონეთის ევროპის ჩემპიონატზე. ისინი გუნდური შეჯიბრისთვის ემზადებიან.

ინფორმაციისთვის, ნინა თიბილაშვილმა მიმდინარე წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი