ახალი ამბები

ახალი ნაძვის ხის შეძენას შიდა ქართლის არც ერთი მუნიციპალიტეტი აპირებს

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის მზადებას იწყებს. მერიები აცხადებენ ტენდერებს საახალწლო განათებების შესაძენად, თუმცა  როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, არც ერთი მათგანი ახალი ნაძვის ხის შეძენას წელს არ გეგმავს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა “მოზაიკას” განუმარტეს, რომ ახალ 2023 წელს მუნიციპალიტეტები ძველი ნაძვის ხეებით შეხვდებიან

კასპის მერია: „დაზუსტებით გეტყვით, რომ ახალი ნაძვის ხე ჩვენთან არ დაიდგმება“.

ქარელის მერია: „დიდი ალბათობით არა, საუბარი ამაზე არ ყოფილა“.

გორის მერია: „ახალი ნაძვის ხე არა, მაგრამ როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან ლამაზად მოირთვება ქალაქი“.

ხაშურის მერია: “ახალი ნაძვის ხის შეძენა არც ჩვენთან იგეგმება”. 

დატოვეთ კომენტარი