განტვირთვა

როგორ მოვამზადოთ კანი მაკიაჟისთვის? – რჩევები ვიზაჟისტისგან

სახის კანის მოვლის გარეშე კარგი მაკიაჟი რთულად გამოგვივა, – ამბობს ვიზაჟისტი მარიამ სრესელი და იმ მარტივ ხრიკებს გვიზიარებს, რომლებიც სახლის პირობებში თავის მოვლისთვის გამოგვადგება. 

სახის კანის მოვლა უნდა იყოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის კანი აქვს. ყველას შეუძლია დილა-საღამოს პროცედურების ჩატარება.

  • პირველ რიგში, მე ყველას ვურჩევ გაწმენდას, სახლის პირობებში დაიბანონ მინიმუმ ორჯერ დღეში სახის კანი ან გაიწმინდონ გამწმენდი საშუალებით, თუ სახე სუფთა არ იქნება და კანში ჩამჯდარი იქნება ჭუჭყის ნაწილაკები, ვერც კარგი მაკიაჟი გამოვა და ვერც სათანადოდ მოვუფრთხილდებით კანს.
  • გაწმენდილ კანზე უკვე შეიძლება შრატის გამოყენება. მისი მიზანია, კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება, რათა კანის ერთფეროვანი სტრუქტურა მივიღოთ, შრატის გამოყენება სასურველია დილის საათებში. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს კანის დატენიანება, პროდუქტი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, ვის როგორი ტიპის კანი აქვს – ეს არის მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული. თუ გარეთ გასვლას აპირებთ, აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება.


ამ პროცედურის შემდეგ თამამად შეგვიძლია გავიკეთოთ მაკიაჟი. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ჰქონდეს ფინანსური საშუალება, სილამაზის სალონებში სიარულის, ან არ ჰქონდეს დრო, ამიტომ შეგვიძლია სახლის პირობებშიც გავიკეთოთ მაკიაჟი
.

  • ტონალურის წასმის შემდეგ ჩემი რჩევა იქნება, პირველ რიგში, ყურადღება მივაქციოთ წარბს, დღეს ავარცხნილი წარბია მოდაში.
  • შეგვიძლია მის ქვეშ დავიტანოთ ჰაილაითერი და უფრო მეტად გამოვკვეთოთ ფორმა.
  • ასევე ჰაილაითერის წასმა შეგვიძლია თვალის შიდა კუთხეებში – თვალს უფრო მეტყველს გახდის, ასევე, თვალს უხდება ლაინერი, მაგრამ მისი წასმა უამრავი ქალისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, შესაძლებელია, შავი ფანქრის წასმა, რომელიც გაცილებით მარტივია.
  • წამწამის აპრეხვა ტუშით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს მაკიაჟს.
  • ლოყების გამოსაკვეთად, შეგვიძლია რუჯის (ე.წ. რუმიანა) და ბლაშის გამოყენება მსუბუქად.
დატოვეთ კომენტარი