ცხრამუხის დედათა მონასტერში ნაცემი მონაზონი საავადმყოფოში რჩება. “მოზაიკას” ინფორმაციით, მას თავის ტრავმა აქვს.
“ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში ტოვებენ”, – უთხრეს “მოზაიკას”.
მონაზონი ხაშურში, “ევექსის” კლინიკაში მკურნალობს. მის სანახავად პოლიცია არავის უშვებს.
კლინიკის გარეთ მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ცდილობენ.
ინფორმაციისთვის, წუხელ გვიან ღამით მონასტერში მონაზონი სცემეს. შსს საქმეს ყაჩაღობის და გაუპატიურების მუხლებით იძიებს.
დატოვეთ კომენტარი