ახალი ამბები

ბავშვმა ღუმელში ბენზინი შეასხა, რის შედეგადაც ყინწვისში სახლი დაიწვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც თვითმხილველი “მოზაიკას” უყვება, მე-2 კლასელი ბავშვი ცეცხლის დანთებას ცდილობდა.

“რა დროსაც ღუმელში ბენზინი შეასხა, აალებამ კი სახლში არსებული გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია. ბავშვი გადარჩა, თუმცა დედამ ხელზე და ფეხზე დამწვრობა მიიღო”, – უთხრეს “მოზაიკას”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი