ახალი ამბები

გორი – მეჯვრისხევის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-მეჯვრისხევის გზაზე, კვარხეთთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 61 წლის მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. მასთან ერთად მყოფი ერთი მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაშია.

 ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. სხვა დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. “მოზაიკა” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

დატოვეთ კომენტარი