ახალი ამბები

“ცერონისის ეკლესიას იერსახე შეუცალეს” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის ეკლესიას ადგილობრივებმა რესტავრაცია ჩაუტარეს, რამაც ტაძრის იერსახე შეცვალა, –  ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.

დეკანოზის თქმით, ეკლესიაში საჭიროა დემონტაჟი და ხელახალი რესტავრაცია.

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის წმინდა იოანე ნათლისმცემის სახელობის ეკლესიას ადგილობრივმა მრევლმა თვითნებურად ჩაუტარა რესტავრაცია, რამაც ისტორიული ტაძრის იერსახე უკიდურესად დაამახინჯა. აუცილებელია თანამედროვე ბლოკის და ცემენტ-ბეტონის ფენების სრული დემონტაჟი და ხელახალი რესტავრაცია”, – წერს დეკანოზი.

“მოზაიკა” ცერონისში მერის წარმომადგენელს ნოდარ კოკოლაშვილს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ტაძარი დანგრევის პირასაა, მაგრამ ინფორმაციას იმის შესახებ, მართლა ჩაუტარდა თუ არა მოსახლეობამ რესტავრაცია, არ ფლობს.

“ტაძარს რესტარვაცია არ ჩატარებია ძეგლი დანგრევის პირასა,თუ ადგილობრივმა მრევლმა თვითონ რაიმე სამშენებლო სამუშაობი თუ ჩაატარა ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს” – გვითხრა ნოდარ კოკოლაშვილმა”, – ამბობს კოკოლაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი