ახალი ამბები

“ხაშურში ახლად რეაბილიტირებული ხიდის კიბეები დაზიანდა” – ენმ

ხაშურში რკინიგზის სადგურზე გადასავლელი ხიდის კიბეები დაზიანდა, – ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი საკრებულოში, ეკა პაპუაშვილი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს სცოციალურ ქსელში ავრცელებს.

პაპუაშვილის თქმით, ხიდს რეაბილიტაცია ერთი თვის წინ ჩაუტარდა.

“ხიდის რეაბილიტაცია ეთი თვის წინ დაიწყო, კიბები კი რომელიც დააგეს უკვე დაზიანდა. საუკუნოვანი ბეტონით ნაგებ კიბეები აყარეს და ეს უხარისხო რაღაც დააგეს შედეგიც სახეზეა. ერთი შეხედვიაც ჩანს, რომ უხარისხო მასალითაა გაკეთებული”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი