ახალი ამბები

უკვე ოფიციალურად – ტედი რინერი გორში ჩამოდის

26 ნოემბერს გორი ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. ცნობილი იყო, რომ ტედი რინერი გორში გასამართ ტურნირზე დარეგისტრირდა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ფრანგი ძიუდოს ლეგენდა დაგეგმილ ტურნირებზე არ გამოცხადებულა.

24 ნოემბერს, რინერის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა დაადასტურა ფაქტი, რომ ტედი გორში ჩამოვა

„ჩემპიონთა ლიგის დროა“, – წერს ფრანგი ძიუდოისტის ოფიციალური გვერდი.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც ტედი რინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება. არსებული ინფორმაციით ის საქართველოს დედაქალაქში დაბინავდება და გორში უშალოდ ტურნირისთვის, 26 ნოემბერს ჩამოვა.

ინფორმაციისთვის, ტედი რინერი ოლიმპიურ ოქროს სამგზის მფლობელია : ლონდონი 2012, რიო დე ჟანეირო 2016, ტოკიო 2020.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.