ახალი ამბები

ხაშურში ბიზნესმენი უკრაინელ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

უკრაინელ ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის ბიზნესმენი დააკავეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებული ებრაელია და ხაშურში ერთ-ერთი მარკეტის მფლობელია.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც, გ.ხ.-მ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა.

ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყების ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.