ახალი ამბები

“რკინიგზა ხაშურში -150” – ხაშურის მხარეთამცოდნეობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება 

ხაშურის მხარეთამცოდნეობის მუზეუმში გამოფენა “რკინიგზა ხაშურში -150” გაიხსნება. 

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა 24 ნოემბერს საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება. 

“ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება დროებითი გამოფენა: „რკინიგზა ხაშურში-150“, თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ავრცელებს. 

დატოვეთ კომენტარი