გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 100 % – იანი გრანტის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა.
უწყების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ გამოცდებში 100 % -იანი გრანტი 39 ახალგაზრდამ მოიპოვა და ყველა მათგანი მერიიდან 500 ლარით დაჯილდოვდა.
“დაჯილდოების საღამო კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ხელისუფლების პირველი პირებისგან მოისმინეს პასუხები. ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა და მას მერთან ერთად, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გაბრცელებულ ინფორმაციაში.
100 % -იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების პროგრამას ახალგაზრდების წახალისების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.